10 ივლისს, ნადიკვრის პარკის ამფითეატრში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართება ზაფხულის მორიგი მუსიკალური საღამო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგებიან ოთო ბაზერაშვილი, ალექსანდრე მრელაშვილი, ბენდი “სულ,” რატი მეზვრიშვილი და თამარ კოტეტიშვილი.
მუსიკალური საღამო დაიწყება 20:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.