10-12 ოქტომბერს, თელავში, საერთაშორისო ტურნირი – ,,პატარა კახის თასი 2025“ (U16) ჩატარდა.

2025 წლის 10-12 ოქტომბერს, ააიპ სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის“ და ააიპ კახეთის კალათბურთის განვითარების ლიგის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი – ,,პატარა კახის თასი 2025“ (U16).
თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის” ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს: თელავის ,,თელავმა,“ გურჯაანის ,,დელტამ“, თბილისის ,,ორბმა,” ქუთაისის ,,ქუთაისმა,“ სომხეთის ,,პატრიოტმა“ და ყაზახეთის ,,ბარსი ატირაუმ.”
I ადგილი დაიკავა თბილისის ,,ორბმა;” II ადგილი – თელავის ,,თელავმა;“  ხოლო მესამე III საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა – ყაზახეთის ,,ბარსი ატირაუ.“ 
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა თბილისის ,,ორბის“ კალათბურთელი ნიკოლოზ ბაიდოშვილი.
გამარჯვებულები დააჯილდოვა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.