დღეს, თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა თელაველი ემიგრანტის ეკა ოთარაშვილის შემოქმედების პრეზენტაცია. ეკა ოთარაშვილი 10 წლიანი ემიგრანტობის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, თელავში და საზოგადოებას ის განცდები, ემოცია, ფიქრები გაუზიარა, რაც მას ჰქონდა უცხოეთიდან დაბრუნებამდე.
ქალბატონმა ეკამ ისაუბრა ემიგრაციაში გატარებულ მძიმე წლებზე, რომელიც დაკავშირებული იყო საყვარელი ადამიანებისა და ქვეყნის უსაზღვრო მონატრებასთან, სწორედ ამ მონატრებამ მრავალფეროვანი ლექსები, მოთხრობები და ჩანახატები შეაქმნევინა. ეკა ოთარაშვილის შემოქმედებაში იგრძნობა უსაზღვრო ნოსტალგია და სიყვარული თავისი მშობლიურის მიმართ.. ოჯახის მიმართ..
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს შედგა წიგნის – “გაქცევით შეჩერებულების” პრეზენტაცია, რომელიც ნათარგმნია იტალიურ ენაზე.