1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ნადიკვრის პარკში გაიმართება ღონისძიებები.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ნადიკვრის პარკში გაიმართება ღონისძიებები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13:00-15:00 საათაზე წარმოდგენილი იქნება ანიმატორები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა Dj-სთან ერთად, საპნის შოუ, უფასო პოპკორნი და ნაყინი. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ ასევე, შემეცნებითი სივრცეები, პატარებისთვის გაიმართება სახის მოხატვა, იქნება კვების სივრცე.
16:00-18:00 საათზე ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების შესრულებით ჩატარდება კონცერტი.
აღსანიშნავია, რომ ნადიკვრის პარკის პატარა სტუმრებისთვის, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ყველა ატრაქციონით სარგებლობა იქნება სრულიად უფასო.