თელავში, ჭავჭავაძის გამზირის 300 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულია ჭავჭავაძის გამზირის 1 083 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, ტროტუარები მოპირკეთდა ფილებით. რაც შეეხება საპროექტო მონაკვეთში მდებარე სკვერს, რომელიც მდებარეობს ასევე ჭავჭავაძის გამზირზე, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური, ახალი გარე განათება და იგი დასრულების ეტაპზეა.