ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს განცხადებას. ხვალ, 30 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 08:00 საათიდან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე(სულხანიშვილის ქუჩის კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩის კვეთამდე).
“მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსი #3, #5 და #6 გადაადგილდება აღმაშენებლის ქუჩის გავლით.

მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისა და დისკომფორტისათვის,”– ნათქვამია განცხადებაში.