წინანდლის ბიბლიოთეკაში საზაფხულო სკოლა განახლდა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წინანდლის ბიბლიოთეკაში განახლდა საზაფხულო სკოლა.
თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინფორმაციით, საზაფხულო სკოლის მიზანია, ბავშვს ადრეულ ასაკში წიგნის განხილვის მეშვეობით აუმაღლოს ცნობიერება ლიტერატურის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ პატარა მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ კვირაში ორი დღე (ორშაბათი ხუთშაბათი) 12:00 საათიდან ბიბლიოთეკაში დაკავდნენ ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: სახალისო მათემატიკა, ქართული ლიტერატურა, სამაგიდო თამაშები და ხატვა.