თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მიმდინარეობს არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. იცვლება დაზიანებული ხელოვნური საფარი და მოეწყობა ღობე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 111 111 ლარი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.