წინანდალში საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წინანდალში საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მთავარი მიმართულებები.

გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტში. საუბარი შეეხო საბიუჯეტო თანხების განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ წინანდალში გამართული სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში.