წინანდალში სასკოლო კონკურსის “Tech Sparks – ის” დახურვის ღონისძიება გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებითა და კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით, გაიმართა სასკოლო კონკურსის, “Tech Sparks – ის” დახურვის ღონისძიება.
კონკურსი მიმდინარეობდა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის ტექნოპარკების ბაზაზე, სადაც 32 საჯარო სკოლის გუნდებს ტრენინგები ჩაუტარდა განათლების, მეწარმეობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
წინანდალში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა.
კონკურსზე წარმოდგენილი თელავის საჯარო სკოლების გუნდები დააჯილდოვა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  მერია მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფს სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიებს, ხოლო გამარჯვებული სკოლის გუნდს საჩუქრად გადაეცა პროგრამირებადი რობოტი.