სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ნასამხრალსა და გულგულაში მიმდინარეობს სკვერების მშენებლობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსასვენებელ სივრცეებთან ერთად, სკვერებში განთავსდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ფანჩატურები.
თითოეულ სოფელში სკვერის მოსაწყობად გამოყოფილია 40 000 ლარი, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად, მოიცავს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებას.