თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, გაიმართა ინტელექტუალური თამაშების – “არტ თამაშების” ფინალი, რომელშიც მონაწილეობდა თელავის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის გუნდი.
“არტ თამაშები” წელს უკვე მეორედ გაიმართა, თელავის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ მონაწილე გუნდებმა, ფინალურ თამაშამდე გაიარეს შესარჩევი თამაშების ეტაპები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “არტ თამაშების” ფინალს ესწრებოდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარიამ რომანიშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.
საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები და თამაშის მონაწილეები, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა.