თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, წინანდლის კულტურის სახლში გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის – “მზეშინას” შემაჯამებელი კონცერტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი.