წელს თელავში დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული მრავალფეროვნებით აღინიშნა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, ჩატარადა, აერთიანებდა უამრავ გასართობ და შემეცნებით აქტივობას.
დღის განმავლობაში მოქალაქეებსა და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კულინარიული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობების გარდა, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობებს.
დღის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ცნობილი ქართველი ბენდის კონცერტით დაიხურა.