წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება კახეთში

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდები დააჯილდოვეს საჯარო სკოლის წარმატებით დამთავრებისთვის. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს.

დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა წინანდლის ისტორიული მამულში, სადაც კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბა 300- მდე ოროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე. წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის დეპუტატებმა ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.

“თქვენთვის იწყება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, უბედნიერესი სტუდენტობის წლები, გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, მონაწილოება მიიღოთ გაცვლით პროგრამებში, ნახოთ სხვა ქვეყნების განათლების სისტემა, მიდგომები. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ საზღვარგარეთ სწავლის დროს, დავრწმუნდი, მე ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნებულიყავი, რათა იქ შეძენილი გამოცდილება ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ გამომეყენებინა.

არ გასულა ერთი თვე, რაც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დავინიშნე, რეგიონში არ ვტოვებ ახალგაზრდულ ღონისძიებებს და მაქსიმალურად ვცდილობ თქვენთან მოვიდე, შეგხვდეთ, გავიზიარო თქვენი შეხედულებები, გაჩვენოთ ჩემი მზაობა ნებისმიერი საინტერესო იდეისთვის, რაც ჩვენი კახეთის, ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.“– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

სკოლის წარმატებით დამთავრებისთვის, ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფულადი რესურსით. ვერცხლისმედალოსნებს გადაეცათ 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი.

დაჯილლდოვების ცერემონია ჩატარდება ყოველწლიურად და მიიღებს ტრადიციულ ხასიათს.