“ცივ-გომბორის ქედის ძველი ნაქალაქარები” – თელავში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

დღეს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია “ცივ-გომბორის ქედის ძველი ნაქალაქარები,” რომელიც გამოიცა გიორგი ლაღიაშვილის ავტორობითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების მხარდაჭერით.
პრეზენტაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრო  მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წიგნი მოგვითხრობს სოფელ კისისხევსა და თეთრიწყლების ტერიტორიაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების, “კონდამიანის” სამონასტრო კომპლექსის, ფსიტის ციხისა და “ნაქალაქარის” შესახებ. აღწერილი და განხილულია მოცემულ ტერიტორიებზე ჩატარებული სადაზვერვო-საფიქსაციო და კვლევითი სამუშაოები, მათ შორის აღმოჩენილი არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსები.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022-2024 წლებში, ცივ-გომბორის ქედის ისტორიულ მონაკვეთებზე კვლევითი სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით.