ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ნინგსიას ავტონომიურ რეგიონში დამეგობრებული ქალაქების რიგით მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ორ რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება გულისხმობს თანამშრომლობას განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ასევე პარტნიორობას სოფლის მეურნეობის, კერძოდ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
ღონისძიებას ესწრებოდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.