შუამთის ტყეს ფაუნის ენდემური წარმომადგენელი კოლხური ხოხობი შეემატა

თელავის მუნიციპალიტეტს საჩუქარი გაუკეთა „აგრო ქართუმ“ და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შუამთის ტყეს შეემატა ფაუნის ენდემური წარმომადგენელი, 145 კოლხური ხოხობი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შუამთის ტყეში კოლხური ხოხობის გაშვების მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლება და ბუნებაში მისი აღდგენა.