ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის, გავაზის, სანავარდოსა და შილდის მოსახლეობასთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოიკეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები:
სოფელი ჭიკაანი – სკვერისა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.
სოფელი გავაზი – სოფლის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიისა და სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა.
სოფელი სანავარდო – სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სკვერის კეთილმოწყობა.
სოფელი შილდა – გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან ერთად ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი და მოადგილე კახა ასისტიშვილი, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.