დღეს ეროვნული გმირის, ზურაბ ჭავჭავაძის, დაბადებიდან 73 წელი შესრულდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძემ, ზურაბ ჭავჭავაძის ოჯახის წევრებთან ერთად, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაკრძალული ეროვნული გმირის ხსოვნას, პატივი მიაგეს.
“საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან და ზურაბ ჭავჭავაძის ოჯახის წევრებთან ერთად, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში პატივი მივაგე დაკრძალული ეროვნული გმირის ხსოვნას,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
ეროვნული გმირის ხსოვნას ლოტბარ ირაკლი მათიკაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე პატივი მიაგო ანსამბლმა “ყვარელმა.”