ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, გივი ზაუტაშვილის მიმართვა მოქალაქეებს:
“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კარს მოგვადგა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები. როგორც წარსულში, ახლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის საარჩევნო აქტივობასა და მხარდაჭერის გამოხატვას იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც ბოლო 13 წლის განმავლობაში ქვეყანაში უზრუნველყო უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამჟამადაც შეუცვლელ პოლიტიკურ ძალად გვევლინება პარტია „ქართული ოცნება“, საარჩევნო ნომრით 41. ახლა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შევძელით გასული ოთხი წლის განმავლობაში. მანამდე კი კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მოქალაქეებს ჩემს შესახებ: 19 წელია ვმუშაობ საჯარო სამსახურში, რიგითი თანამშრომლიდან მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის ჩათვლით. ეს ჩემთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისათვის, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძის თანამემამულეთათვის, იყო და არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. უპირველეს ყოვლისა, თვითეული ჩვენგანის მოწოდება იყო, დამკვიდრებულიყო საქმიანი შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საქმიანი ატმოსფერო. სულ, 2021 – 2024 წლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 27 508 523 ლარი. 2025 წელს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 7 262 464 ლარით. 2021 – 2025 წლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 10 094 193 ლარი. სულ ჯამში, 2021 – 2025 წლებში შესრულებული იქნება 44 865 180 ლარის სამუშაოები. ამასთან ერთად, 2021 – 2025 წლებში განხორციელდა 38 საგზაო პროექტი და მოხდა 41 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 25 847 560 ლარი შეადგინა. აქვე მეტად საინტერესო და საჭიროებებზე მორგებულია ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაიწყება 2026 წლიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განხორციელებული და სამომავლო სამუშაოთა განსაზღვრა ხდებოდა დაინტერესებულ მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრების გზით. ყოველივე ამაში მხარს გვიჭერდა საქართველოს მთავრობა, პირადად პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, კახეთის გუბერნატორი ბატონი გიორგი ალადაშვილი და მისი ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი და ბატონი დავით მათიკაშვილი, რისთვისაც მოსახლეობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოვახსენო უდიდესი მადლობა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2021 – 2025 წლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები რაოდენობრივად გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა წინა პერიოდის ერთად აღებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ყოველივე ამისთვის ასევე მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო ჩვენს ამომრჩეველს, მუნიციპალიტეტის მერიის ყველა თანამშრომელს, რიგითი ჯარისკაციდან სტრუქტურული ერთეულებისა და სამსახურის ხელმძღვანელების ჩათვლით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულის იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობდი და ვგრძნობ დღესაც, რამეთუ ეს ყველა წარმატება და სიკეთე მიღწეულია ყველა ჩვენგანის თავდაუზოგავი გარჯით. ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ გრჩება გასაკეთებელი, რომ ერთი საარჩევნო პერიოდი არაა საკმარისი გუნდათ ერთად შენი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ამიტომ, ამჟამად ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეტად საინტერესო პოზიციიდან, რისთვისაც კვლავინდებურად მაქვს ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი. რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალ შემადგენლობას, გამოცდილი, სანდო და პროფესიონალ კადრებთან ერთად იხილავთ ახალ სახეებს, ძირითადად ახალგაზრდების სახით, რომლებიც აუცილებლად იქნებიან მოსახლეობის ინტერესების გამტარებლები და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულნი. ძვირფასო ამომრჩევლებო, გვჯერა თქვენი მხარდაჭერის. ჩვენი გუნდი, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბატონი ილია მზექალაშვილი, საარჩევნო ნომრით 41, აუცილებლად იქნება თქვენი ღირსეული რჩეული. ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით! დიდი სიყვარულით და პატივისცემით,” –