საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყვარელში კონცერტი გაიმართა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ყვარელში, „ილიას ტბაზე“, სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ“ და „არტ ბრიჯ კონექტს ეი ბი სიმ“ კონცერტი გამართა.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ – ნათია დუმბაძე, „მასტერი“ და „გუფილენდი“.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრნენ.