ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოქალაქეებს შეხვდა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი შეხვდა მოქალაქეებს და მათგან პირადად მოისმინა ის სურვილები, რაც ადგილობრივებს აქვთ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა მერს საკუთარი საჭიროებები გააცნეს ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერასა და დახმარებისთვის მზაობა გამოუცხადა თითეულ მათგანს.
“დღეს მოქალაქეებს შეხვდი. მათგან მოვისმინე  საჭიროებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე. შესაძლებლობის ფარგლებში, მხარს დავუჭერ და დავეხმარები თითოეულ მათგანს”, – აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი დღე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.