ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ხაზი გაუსვა სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობაზე.
დღევანდელ შეხვედრაზე, განიხილეს სპორტისა და კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებებიც.