ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
“ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი ურთიერთობებით, ახალი მეგობრებით, პასუხისმგებლობითა და ცოდნით. იარეთ რწმენითა და სიამაყით. ნებისმიერი გზა თქვენი შრომითა და მონდომებით იწყება. გისურვებთ თქვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის რეალიზებას, რომელსაც ქვეყნის წინსვლას მოახმართ და წარმატების მომტანი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის,” – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.