დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ახალ სტადიონზე, „დინამო თბილისის აკადემიის” ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ჭაბუკ ფეხბურთელთა ფესტივალი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და სიღნაღის საფეხბურთო სკოლების გუნდებმა.
თითოეულ გუნდს დინამო თბილისის აკადემიისგან საჩუქრად გადაეცა სპორტული სავარჯიშო ინვენტარი, რომლის სპონსორია ონლაინ მაღაზია isurve.ge.
შეგახსენებთ, რომ სპორტული ღონისძიება ჩატარდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასა და „საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.