ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ასოციაცია “ანიკას” კონსულტანტს ეკატერინა მიტიაევს შეხვდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ მაია ავაზაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ასოციაცია „ანიკას“ კონსულტანტ ეკატერინა მიტიაევთან.
მერიის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, განხილულ იქნა პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურების განვითარების მიზნით“ – ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები და მიღწევები.