გივი ზაუტაშვილი სოფელ მთისძირში გამართულ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში, გაიმართა სახალხო დღესასწაული „9 მაისობა.“
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, სპორტული შეჯიბრება ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში, რასაც პირადად დაესრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
“დღეს, სოფელ მთისძირში გამართულ სპორტულ ღონისძიებას დავესწარი პირველ მოადგილესთან ვალერი გოქსაძესთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან გიგა წიწრიაშვილთან, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, სპორტსმენებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. შეჯიბრის დასასრულს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში. სპორტსმენებს სპეციალური პრიზები გადავეცი,” – აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
30 კგ. – I ადგილი – თორნიკე კუტალაძე, II ადგილი – ირაკლი მამუკიშვილი;
35 კგ. – I ადგილი – ალექსი კობახიძე, II ადგილი – ჯაბა მოდებაძე;
40 კგ. – I ადგილი – გიორგი კაკონაშვილი, II ადგილი – გიორგი გულიაშვილი;
45 კგ. – I ადგილი – გიორგი მელქოშვილი, II ადგილი – ლევანი ჭანკოტაძე;
50 კგ. – I ადგილი – საბა ნოზაძე, II ადგილი – ლუკა ამრაზიშვილი;
60 კგ. – I ადგილი – საბა მარკოზაშვილი, II ადგილი – ნოდარი ტიღაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – გიგა მრელაშვილი, II ადგილი – ვიტო ჯაჯანიძე;
73 კგ. – I ადგილი – ბექა უდესიანი, II ადგილი – თორნიკე ბუწანკალური;
75 კგ. – I ადგილი – ცოტნე ფხიკიძე, II ადგილი – თემურ გულიაშვილი;
81 კგ. – I ადგილი – ზურა სირაძე, II ადგილი – ბიჭიკო გასვიანი;
აბსოლუტური – I ადგილი – დიმიტრი გოჩილაიძე, II ადგილი – თეოდორე გელაშვილი.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.