ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან განიხილა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და არსებული საჭიროებები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, აღინიშნა მიმდინარე ინფტასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელობა, ასევე მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა.