ყვარლის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის საათი.“

ყვარლის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის საათი,” რასთან დაკავშირებითაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გამოირთო ელექტროენერგია, ასევე, გაითიშა შენობის გარე განათება.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის საათი ყოველ წელს 28 მარტს აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანა ერთიანდება და ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე.