დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველმა მოადგილე ვალერი გოქსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელ და გადასცეს საახალწლო სასურსათო პაკეტები.