ყვარლის მერმა ახალსოფელში გამართულ შეჯიბრზე სპორტსმენები დააჯილდოვა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში აღინიშნება სახალხო დღესასწაული „სამებობა.“
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან და სპორტსმენებთან ერთად ესწრებოდნენ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილეები, ახალსოფლის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ხოლო პრიზიორები გამოვლინდნენ შემდეგ წონით კატეგორიებში:
35 კგ. I ადგილი – ალექსი კობახიძე, II ადგილი – გიორგი გულიაშვილი;
40 კგ. I ადგილი – ბადურ ბერიანიძე, II ადგილი – გია კაკონაშვილი;
 45 კგ. I ადგილი – ზურა თუშიშვილი, II ადგილი – თემურ სოლომნიშვილი;
 50 კგ. I ადგილი – ლევან ჭანკოტაძე, II ადგილი – ამიკო მალასიძე;
55 კგ. – I ადგილი – ჯაბა ლუხოშვილი, II ადგილი – ცოტნე ფხიკიძე;
60 კგ. – I ადგილი – გოგა ბუსურაშვილი, II ადგილი – გიორგი პავლიაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – საბა თუშიშვილი, II ადგილი – გიორგი ცისკარიშვილი;
73 კგ. – I ადგილი – გიგა მრელაშვილი, II ადგილი – ბექა უდესიანი;
81 კგ. – I ადგილი – ზურა სირაძე, II ადგილი – დავით ბახბახაშვილი;
აბსოლუტური – I ადგილი – დავით ხარაზიშვილი, II ადგილი – ბექა წყალობაშვილი.
გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცათ სიგელები, თასები და მედლები.