ყვარლის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დეტალურად გაეცნო

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოისმინა დეტალური ინფორმაცია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გივი ზაუტაშვილის თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხიანად და ოპერატიულად შესრულება უმნიშვნელოვანესია.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი გაწერილ ვადებში და ხარისხიანად შესრულდეს,“ – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.