ყვარლის მერიის ორგანიზებით ყვარელში ფეხბურთის რაიონული ტურნირი გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების – აჩიკო აჯიაშვილის, გიორგი თავგორაშვილისა და გურამ ბაღაღოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის რაიონული ტურნირი.
ტურნირს, მოადგილეებთან ერთად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 12 – მა გუნდმა, სადაც I ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის გუნდმა, II საპრიზო ადგილი მოიპოვა სოფელ საბუის გუნდმა, III ადგილზე კი გავიდა ყვარლის გუნდი.
საპრიზო ადგილების მფლობელებს გადაეცათ სიგელები, მედლები და თასები.