ყვარლეში ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural” დაათვალიერეს

დღეს, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural” დაათვალიერა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან ერთად.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural” სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და მისი პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
საწარმოში, ჯამურად, 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის 6,9 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 500,000 საგრანტო თანადაფინანსება. საწარმოში, სადაც წელიწადში 3,000 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული გადამუშავდება, მუდმივად დასაქმებულია 60 ადამიანი. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 270 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტი ლარით.
დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/436qzZM