ყვარელში შემოქმედებითი საღამო – “ლურჯი აპრილი” გაიმართა

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება „ქართველის“ ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო – „ლურჯი აპრილი.“
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ – მარიამ იორდანიშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, მიშო სულუხია, ნიკა კუბლაშვილი, იოანე ქართველი, ჩიხიაშვილების ოჯახი, ანსამბლი ,,ნანინა,“ ელდინო საღარაძე და ზვიად დოლიძე.
შემოქმედებით საღამოს, ხელოვნების, კულტურის სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.