საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით განისაზღვრა 40 830 000 ლარი.
2025 წელს, ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის გამოიყო 326 000 ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას შეხვედრების დღის წესრიგთან დაკავშირებით.
“სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 5 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში ჩატარდება ეტაპობრივად.
7 თებერვალი: შილდა – 12:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან; ენისელი – 13:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან; საბუე – 14:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან; გრემი – 15:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან.
12 თებერვალი: თხილისწყარო – 12:00 საათი – სოფლის ცენტრში; შოროხი – 12:45 საათი – სოფლის ცენტრში; საცხენე – 13:30 საათი – სოფლის ცენტრში; თივი – 14:15 საათი – სოფლის ცენტრში,” – ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორცილედება სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ასევე, მიზნად ისახავს მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას.