ყვარელში “სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები” გაიმართა

2025 წლის 12 აპრილს, ქალაქ ყვარელში გაიმართა “სასკოლო სპორტული ოლიპიადის რეგიონალური თამაშები” მძლეოსნობაში გოგონებსა და ვაჟებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, შედეგები ასე გადანაწილდა:
გოგონები:
1 ადგილი – თელავის სოფ. კონდოლის საჯარო სკოლა.
2 ადგილი – გურჯაანის სოფ. არაშენდას საჯარო სკოლა.
ვაჟები:
1 ადგილი – თელავის სოფ. კონდოლის საჯარო სკოლა.
2 ადგილი – გურჯაანის სოფ. კაჭრეთის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმოსავლეთ ზონალურ თამაშებზე.