ყვარელში, საესტრადო ანსამბლ „ანა-ბანას“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, გაიმართა საესტრადო ანსამბლ „ანა-ბანას“ საიუბილეო კონცერტი, რასაც პირადად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანსამბლ „ანა-ბანას,“ ხელმძღვანელობს მაია მამულაშვილი და დღეს, დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო კონცერტში მონაწილეობა მიიღო ანსამბლის ყველა თაობის მომღერალმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.