დღეს, ყვარელში, დურუჯის, ზურაბ ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დურუჯის ქუჩაზე დაგეგმილია 2 350 მეტრი ასფალტის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 239 790 ლარს.
ზურაბ ჭავჭავაძის სახელობის ქუჩაზე დაიგება 1 500 მეტრი ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტის ღირებულება 664 411 ლარია.
რაც შეეხება კოტე მარჯანიშვილის სახელობის ქუჩას, მოეწყობა 906 მეტრი ასფალტი რკინა-ბეტონის კიუვეტებით, სამუშაოების ღირებულება 1 291 897 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სამივე პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და დასრულდება 2026 წელს.