დღეს, ყვარლის კულტურის სახლში, გაიმართა ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო – კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ყვარლის, ლაგოდეხისა და ჰერეთის ეპარქიების დროებითი მმართველი, მეუფე თეოდორე, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.