დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვალერი გოქსაძემ, პატივი მიაგო თავისუფლებისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში საგალობელი შეასრულა ანსამბლმა “ყვარელმა.”