დღეს, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე.
საზეიმო ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ასევე, ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მუსიკალური ნომრები.