ყვარელში გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

ყვარელში, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რათა თოვლისა და ყინვის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო გადაადგილება.