ყვარლის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მიმდინარეობს მასტერკლასები თავისუფალ ჭიდაობაში.
სპორტსმენებს მასტერკლასს ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი.
როგორც ზურაბ იაკობიშვილმა აღნიშნა, მისი ცოდნა და გამოცდილება დამწყებ სპორტსმენებს დაეხმარება, თავისუფალ ჭიდაობაში მიაღწიონ წარმატებას.
„ჩემი მიზანია, ბავშვებში სპორტის ამ სახეობის, თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაცია და განვითარება. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება აუცილებლად უნდა გავუზიაროთ დამწყებ მოჭიდავეებს, რაც მათთვის გახდება მოტივაცია და მისცემთ სტიმულს,” – განაცხადა ზურაბ იაკობიშვილმა.