საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო 70 000 ლარის ნაცვლად სრულად დააფინანსებს.
„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 000- ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება.“ – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, 120 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები.