შემდგომი 5 წლის განმავლობაში ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება, რომლის შედეგადაც პირველი ეტაპის სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია, ყაზბეგი. პროგრამის ბიუჯეტი იქნება 1 მილიარდი ლარი.
პროგრამის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება და 2023 წელს მის განსახორციელებლად გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი.
სამუშაოები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, განახლდება/მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, შეიქმნება ახალი ტურისტული ატრაქციები.