ფიქრია ყუშიტაშვილი ლიტერატურული კონკურსის – “ჩემი მთის სული” გამარჯვებულია

11 მაისს, მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის, ჩემი მთის სული დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფინალში გადასულ 10 კონკურსანტს შორის იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი, რომელმაც ლიტერატულული კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა.

შეხვედრაზე მწერალთა ნაწარმოებებისგან შემდგარი წიგნის – ჩემი მთის სული წარდგენა მოხდა და გამარჯვებულები გამოვლიდნენ:

პირველი ადგილი დაიკავა ლეილა მეტრეველმა ნაწარმოებით – სისხლის ყივილი”, მეორე ადგილის მფლობელი ფიქრია ყუშიტაშვილი გახდა ნაშრომით – მეჩემი “ლეხტორი” და თიბვისა“, ხოლო მესამე ადგილზე ნინო ქადაგიძის – ბედია და სევდია“ გავიდა.

ფიქრია ყუშიტაშვილმა გამარჯვება ყველა ფინალისტს მიულოცა, ხოლო გამომცემლობას და ჟიურის მადლობა გადაუხადა თავდაუზაგავი შრომისა და დაფასებისთვის.

რაც შეეხება ჩემს ემოციას კონკურსისადმიძალიან საინტერესო იყო მონაწილეობა როგორც თემატიკისასევე ფორმატის თვალსაზრისითარაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობამაგრამ ამჯერად სრულიად ახალი გამოწვევა იყო მთის პრობლემატიკაშევეცადე ჩემი მოთხრობა ყოფილიყო მსუბუქიხალისიანიიმედიანირაკი ჟიურიმ ათეულში შეიყვანა და თან მეორე საკონკურსო ადგილი მიაკუთვნავფიქრობმიზანს მივაღწიერაც თავისთავად სასიხარულოა და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა როგორც „ჩემს გამომცემლობას“, კონკურსის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებსასევე ჟიურისრომელმაც დიდი და საპასუხისმგებლო შრომა გასწიაასევე მინდა მივულოცო ყველა ფინალისტს და ვუსურვო წარმატებებიბევრი მკითხველი და ინტერესი მათი ნაწარმოებებისადმიამ კრებულს კი საუკეთესო მოგზაურობა წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზებედნიერი ვიქნებითუ ჩემი პატარა მოთხრობით მეტ ადამიანს დავაინტერესებ მთის ცხოვრებით და გავუცოცხლებ სურვილს მასთან ზიარებისა“, – განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამოიცა ლიტერატურული კონკურსის, ჩემი მთის სული მოთხრობების კრებული, რომელშიც ფინალში გადასული კონკურსანტების 10 საუკეთესო მოთხრობაა თავმოყრილი, ხოლო ჩემი გამომცემლობის გუნდმა ახალი წიგნის, ჩემი მთის სულის გამოცემა საზოგადოებას მიულოცა.

„“ჩემი გამომცემლობის” გუნდი მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს ვინც ამ კონკურსის შექმნაში მიიღო მონაწილეობაავტორებსჟიურის წევრებს და უბრალო გულშემატკივრებსწიგნის მაღაზია Laterna Books • წიგნის მაღაზია „ლატერნა“რომელიც გვერდში დაგვიდგა და საჩუქრებით გაგვანებივრა.

გილოცავთ! “ჩემი მთის სული” დაიბადაპროექტი შედგა და ამჯერადხვალინდელი დღის რწმენითა და იმედებითმომავალ მთის დღემდე გემშვიდობებათ“. – აღნიშნავს „ჩემი გამომცემბლობა.“

შეგახსენებთ, რომ წიგნის შეძენა შეგიძლიათ Laterna Books • წიგნის მაღაზია „ლატერნა“ (ქარვასლა), მემორიაში(რუსთაველის 16) და დადიანის 22-ში, ხოლო სხვა მაღაზიებში ეტაპობრივად გამოჩნდება.