საქართველოს მწერალთა სახლში ჩატარდა ქრისტიანული პოეზიის XIV ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“, სადაც თელავიდან მონაწილეობას იღებდა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგიქლე, ფიქრია ყუშატვიშილი. მისმა ლექსმა „ლოცვა“, ფესტივალის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
„ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ფესტივალის მთავარი პრიზი – წმინდა ნინოს ჯვარი გადაეცათ: მაკა ჯოხაძეს და ვაჟა ხორნაულს.
ფესტივალის პრიზებით დაჯილდოვდნენ: მაია მინდელი, მაკა გელაშვილი, ალა დათუკიშვილი, ელდარ ჭიჭიაშვილი, ციური მესხიშვილი, თია ყავრელაშვილი, ფიქრია ყუშიტაშვილი, მაგდა ჩანქსელიანი, გიორგი ზუბიტაშვილი, ჯემალ შანიძე, დალი მაზმიშვილი, ივეტა პავლიაშვილი, ლია მამულაშვილი, იამზე არველაძე–ხეცურიანი“, – მწერალთა კავშირი.
ქრისტიანული პოეზიის XV ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ ჩატარდება 2025 წლის ივნისში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ლექსების გაგზავნა შეუძლიათ 2025 წლის თებერვლიდან.
გთავაზობთ ფიქრია ყუშიტაშვილის ლექსს, „ლოცვა“, რომელმაც აღნიშნულ კონკურსზე მოიპოვა დამსახურებული პრიზი და რომელსაც ნამდვილად შეუძლია თავსი წვლილი შეიტანოს ქართული ლიტერატურის განვითარებაში.
ლოცვა
მარტის ტკივილები დამიამეთ,
წმინდანნო – კოზმა და დამიანე!
მოვედ ტაძარს ნუგეშმაძებარი,
ერთგული, როგორც რო მეძებარი…
ირგვლივ სანთლები ლიცლიცებენ…
მლოცველნი ხატებთან იფიცებენ…
ლოცულობს მამა ივლიანე,
შენდობა უფლისგან იგვიანებს…
ჯვარზე გაკრულია მაცხოვარი,
ტაძრის კარს უზის მათხოვარი:
-„გაიღეთ , უფალმა გიმწყალობოთ,
ზეცას ანგელოსმა გიგალობოთ!…
…აწი მე რაღა მაქვს სათქმელი?!“-
ანთია კანდელში სანთელი…
იწვის და ადნება სულის ბზარებს,
მიფანტავს ფიქრებს აბეზარებს,
კედლიდან კოზმა და დამიანე,
მიმზერენ…
ტაძარი დავიარე,
ამბორი ხატებს დავარჩინე,
გულს იმედები გავუჩინე…
ლოცვანი სულს რომ მიხარებენ,
ვფურცლავ ოთხთავსა და სახარებას,
და ჰა, სინანული ჩამესახა,
მზერას, აროდეს რომ არ ენახა,
ისეთი სიყვარული მეწვია და
ვითომ ჩიტი ვიყო მზეწვია და,
ისე ამამჩატა აღსარებამ,
გავბედე თხოვნა, – ანგარება
მისხალიც კი არ დავიტოვე,
მხოლოდ მე ვარ და სიმარტოვე…
ჰოდა, ერთადერთი მეგულება-
ეს განცდა არსად „იგუგლება“,
როგორც ტაძარს უცხო მათხოვარი,
ისე მჭირდები, მაცხოვარო!.
. . . . . . .
მოვედ, ტკივილები დამიამეს
წმინდანთ კოზმამ და დამიანემ!…
/ავტორი: ფიქრია ყუშიტაშვილი/
2024 წლის მარტი