,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში” მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ საჩუქრად გადასცა სპორტული ფორმები.
ახალგაზრდებს შეხვდა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, რომელმაც გუნდებს მიულოცა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ ფიქრია ყუშიტაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა” ატარებს ყოველწლიურ ხასიათს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.